გერმანიის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს

გერმანიაში მდებარე მემინგენის იზოლატორიდან გაქცეული ორი პატიმრიდან ერთ-ერთი, 37 წლის ქართველი ვ.ბ. დააკავეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, დაკავებულს საპატიმროში დააბრუნებენ. რაც შეეხება მეორე პატიმარს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, მას ამ დრომდე ეძებენ. 

შეგახსენებთ, რომ 37 წლის ქართველი და 36 წლის თურქი პატიმარი ციხის ეზოში სასეირნოდ იმყოფებოდნენ, რა დროსაც მოაჯირზე გადაძრომა შეძლეს.  პატიმრებმა ახლომდებარე რკინიგზის სადგურიდამდე ფეხით მიაღწიეს და ტერიტორია მატარებლით დატოვეს. პატიმრების სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც იყო ჩართული. 

ქართველი პატიმარი ბინის ქურდობის ბრალდებით წინასაგამოძიებო პატიმრობაში იმყოფებოდა. 

ცნობისთვის: საპატიმროდან გაქცევა გერმანიაში არ ისჯება. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს მშობლებს მიმართავს