ფაშინიანი: „სომხეთი არცახში არჩევნების გზით ლეგიტიმური ხელისუფლების ფორმირების გარანტი უნდა გახდეს“

„პანსომხური ლოგიკა შეიძლება, არსებობდეს და ეფექტურიც იყოს, თუ დავიცავთ რამდენიმე კონსენსუსს“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სტეპანაკერტში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფაშინიანმა სულ 6 ასეთი კონსენსუსი დაასახელა: 

1 ნებისმიერი ძალადობის გამორიცხვა, გარდა ძალადობისა დანაშაულის პრევენციისთვის და მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფისთვის;

2 ნების თავისუფალი გამოხატვა, როგორც ხელისუფლების ფორმირების ერთადერთი წყარო. ამ კონტექსტში მან მთიან ყარაბაღში დაგეგმილი არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ისინი თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული უნდა იყოს, სომხეთი კი თავის მხრივ, უნდა იქცეს გარანტად არცახის ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვისა და ამ გზით ლეგიტიმური ხელისუფლების ფორმორებისა“;

3 ხალხის სუვერენიტეტის ამაღლება: „ყველა ის ძალა, რომელიც შიდა საკითხების მოსაგვარებლად უცხო ძალების მოზიდვასა და ჩვენს ქვეყანაში უცხო ინტერესების გატარებას შეეცდება, სომეხი ხალხის ყველაზე ხალხისა და მისი ლეგიტიმური წარმომადგენლის ყველაზე ხისტ წინააღმდეგობას შეეჩეხება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

4 კორუფციის სრული ლიკვიდაცია;

5 კანონის უზენაესობა და მის წინაშე ყველა თანასწორობა;

6 მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზანს „მთიანი ყარაბაღის განმათავისუფლებელი ომის შედეგების  დაცვა  უნდა წარმოადგენდეს და სომხეთისა და არცახის მთავრობებისთვის მისაღები შეიძლება, მხოლოდ ის გადაწყვეტილება იქცეს, რომელიც მისაღები იქნება სომხეთისა და არცახის ხალხებისთვის“.  „ეს პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ვაჩვენოთ, რომ უბრალოდ აბსურდულია სომხეთის მთავრობის ეჭვმიტანილობა არცახის წინააღმდეგ შეთქმულებაში. ეს შეთქმულება სწორედ ჩვენი მთავრობის წარმომავლობასთანაა დაკავშირებული. ჩვენ აღმოვჩნდით მოლაპარაკებათა მაგიდასთან, როგორც ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენლები და შესაბამისად, მხოლოდ ხალხის ზრახვებისა და მოსაზრებების დაცვა შეგვიძლია. 6–ივე კონსენსუსის დაცვა იძლევა იმის გარანტიებს, რომ შეთქმულების ნებისმიერი თეორია ნულამდე იქნება დაყვანილი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას უმასპინძლა