ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, აფხაზური და ოსური ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, აფხაზური და ოსური ენების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.

ამით ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა.

როგორც ვებ–გვერდზე naec.ge არის აღნიშნული, სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა. 

„შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას)“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp