ოთო ნემსაძის უკრაინელი მწვრთნელი პოლიტიკურ პარტიას ქმნის

უკრაინელი როკ–მუსიკოსი სვიატოსლავ ვაკარჩუკი პოლიტიკურ პარტიას ქმნის და 2019 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.




როგორც მუსიკოსმა გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა, მისი პარტია უარს იტყვის ოლიგარქების მხრიდან დაფინანსებაზე და შეეცდება, „უკრაინაში ძველი პოლიტიკა გაანადგუროს“.

ამჟამად პარტია „ხმა“ რეგისტრაციის პროცესშია.

აღსანიშნავია, რომ ამასწინანდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა მოსახლეობაში ვაკარჩუკის საკმაოდ მაღალი პოპულარობა წარმოაჩინა, კერძოდ, მარტში ყოველი მეხუთე გამოკითხული აცხადებდა, რომ პრეზიდენტად სვიატოსლავ ვაკარჩუკს ისურვებდა.

ცნობისთვის: 2007 წელს ვაკარჩუკმა უკრაინულ პარლამენტში წინასაარჩევნო ბლოკიდან „ჩვენი უკრაინა–სახალხო თავდაცვა“ იყარა კენჭი, თუმცა ერთ წელიწადში მანდატზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ იმ მოწვევის მუშაობა მდგომარეობდა მხოლოდ „ბრძოლაში ბრძოლისათვის“.

უკრაინის უმაღლესი რადის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

საქართველოში ვაკარჩუკი ცნობადი უკრაინული Voice–დან გახდა, მას შემდეგ, რაც მისი მენტორობით კონკურსის ქართველმა მონაწილემ ოთო ნემსაძემ მეორე ადგილი დაიკავა.



უკრაინული მაიდანის დროს ძალზე პოპულარული იყო ვაკარჩუკის მუსიკალურ ჯგუფ "Океан Ельзи"–ს სიმღერა "Я не сдамся без боя", რომელიც, მათ შორის, ქართველმა მომღერლებმაც შეასრულეს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად:


 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp