"ჩრდილოეთ კორეამ მასობრივი განადგურების იარაღისთვის 2 მილიარდი მოიპარა"

ჩრდილოეთ კორეამ მასობრივი განადგურების იარაღის თავისი პროგრამების დასაფინანსებლად „ფართოდ გავრცელებული და სულ უფრო დახვეწილი“ კიბერთავდასხმების გზით, 2 მილიარდი დოლარი მოიპოვა,– იუწყება "როიტერსი“ გაეროს საიდუმლო მოხსენებაზე დაყრდნობით.

ამავე წყაროს ცნობით, ჩრდილოეთ კორეა თანხებს იპარავდა ბანკებისგან და კრიპტოვალუტების ბირჟებიდან.

„ფხენიანი აგრეთვე აგრძელებდა თავისი ბირთვული და სარაკეტო პროგამების სრულყოფას, თუმცა არ ჩაუტარებია ბირთვული გამოცდები და არ გაუშვია საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები“, - ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ჩრდილოეთ კორეის სანქციების კომიტეტის მიერ მომზადებულ ზემოხსენებულ ანგარიშში.

ანგარიში მომზადებულია დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, რომლებიც სანქციების დაცვას აკვირდებიან ბოლო 6 თვის განმავლობაში. დაფიქსირებულია კიბერთავდასხმის 35 შემთხვევა 17 ქვეყანაში, კრიპტოვალუტების ბირჟებიდან ფულის მოპარვით ჩრდილოეთ კორეა ფულს მოიძიებდა იმ სფეროდან, რომლის გაკონტროლებაც სახელმწიფოებისთვის საკმაოდ რთულია.

გაეროში ჩრდილოეთ კორეის მისიამ ამ თემაზე „როიტერთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp