როუჰანი: "ირანთან ომი ყველა ომის დედაა"

ირანთან მშვიდობა ყველა მშვიდობის დედა, ირანთან ომი კი  – ყველა ომის დედა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ირანის ლიდერმა აღნიშნა, თუ აშშ–ს ირანთან მოლაპარაკება სურს, ყველა სანქცია უნდა გააუქმონ.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება დატოვა. ამის შემდეგ აშშ-მა ირანს სანქციებს დაუწესა. სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სანქციები დაუწესდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯავად ზარიფსაც.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბილაინი NASA Space Apps Challenge-ის პარტნიორია