ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, აფხაზური და ოსური ენების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა

ქულის გასაგებად აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს.  ამისთვის აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი და საიდენტიფიკაციო ნომრები. შედეგებთან ერთად განთავსებულია აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა. 

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

ამით ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. 

ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp