თბილისის მერი ეროვნულ ბანკს ლართან დაკავშირებით მიმართავს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა დამატებით ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს.

„ზოგადად ლარის კურსი პრობლემა არის ყველასთვის. შესაბამისად, კონკრეტული ნაბიჯების შემდეგ, რომელიც იქნა გადადგმული, ტენდენცია წამოვიდა დასტაბილურებისკენ, თუმცა დღეს გვაქვს განსხვავებული სიტუაცია. რა თქმა უნდა, ეროვნულმა ბანკმა უნდა გადადგას კიდევ კონკრეტული ნაბიჯები და წარმოუდგინოს საზოგადოებას გეგმა და ხედვა, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოხსნილი და მოგვარებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, ლარი ორი დღით დასტაბილურდა, თუმცა დღეს ისევ გაუფასურდა. კერძოდ, 6 აგვისტოს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8946  ლარია, ხოლო 1 ევროს 3.2312 ლარად შეიძენთ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp