გაფიცულმა რკინიგზელებმა სამსახური დატოვეს

ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებსა და მათი დამსაქმებლის, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, კომპანიამ უარი თქვა მათთვის ხელფასის მომატებაზე. შედეგად, სამოცივე გაფიცულმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მათ თავად მიიღეს.

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცული და ხელფასების მომატებას ითხოვდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp