ავტომანქანა ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდნენ. შემთხვევა დიღომში მოხდა.

შსს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა, თავად მძღოლს ტერიტორია არ დაუტოვებია.

დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. , ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და შესაბამისი პროცედურა უტარდება.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)