მოსკოვის პროკურატურა ითხოვს, მშობლობის უფლება ჩამოერთვას წყვილს, რომელიც აქციაზე ბავშვთან ერთად გავიდა

მოსკოვის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, მშობლობის უფლება ჩამოერთვას წყვილს, რომელიც 27 ივლისს საპრტესტო აქციაზე ბავშვთან ერთად გავიდა. 

როგორც უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია განმარტებული, ოპოზიციის მიტინგის დროს მშობლებმა მცირეწლოვანი ბავშვი მესამე პირს გადასცეს, "რამაც ბიჭის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა და მას მორალური ზიანი მიაყენა". 

"დადგენილია, რომ 2019 წლის 27 ივლისს წყვირლმა უკანონოდ მიიღო მონაწილეობა არასანქცირებულ მიტინგში მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. ამასთან, ირკვევა, რომ მამას 2019 წლის სექტემბერში მოსკოვში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ გააჩნია, რადგან მხოლოდ დროებითი რეგისტრაცია აქვს. წყვილმა ბოროტად გამოიყენა მშობლობის უფლება და ზიანი მიაყენა ბავშვის ინტერესებს. ამჟამად წარმოებს შემოწმება სხვა დემონსტრანტებთან მიმართებაში, რომლებიც 27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გამართულ აქციებზე ბავშვებთან ერთად იყვნენ გასულები",– ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის: 14 ივლისიდან მოსკოვში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება, რომელთა მონაწილეები ხელისუფლებისგან მოსკოვის საქალაქო საკრებულოს წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირებას მოითხოვენ. ყველაზე ხალხმრავალი 27 ივლისსა და 3 აგვისტოს გამართული მანიფესტაციები აღმოჩნდა, რომლებიც ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა. სხვადასხვა მონაცემებით, ამ აქციებზე შესაბამისად, 1300–ზე და 1000–ზე მეტი მონაწილე დააკავეს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)