რუსმა ოკუპანტებმა კირბალელებს ნახირი გასტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფლის ნახირი, 25 სული ძროხა გაიტაცეს, – იუწყება „რადიო თავისუფლება“.

როგორც კირბალის მკვიდრი ღვთისო თაყაძე აცხადებს, შეიარაღებული პირები ჩასაფრებულები იყვნენ სოფლის ტყესთან, გზის პირას და ნახირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადარეკეს.

კირბალელებმა საქონლის გატეცების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და პოლიციელებს უკვე აცნობეს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp