ირანელი აქტივისტი ქალები აიათოლა ალი ხამენეის გადადგომისკენ მოუწოდებენ

14 ირანელი აქტივისტი ქალი გამოვიდა მოწოდებით, გადადგეს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და ქვეყანაში „სრული გარდაქმნა“ განხორციელდეს, „რაც შესაძლებელს გახდიდა ახალი კონსტიტუციის მიღებას და ქალების თანასწორობას“. 

აქტივისტების განცხადებით, ორმოცწლიანმა თეოკრატიულმა მმართველობამ ქვეყანა „გენდერულ აპარტეიდამდე“ მიიყვანა და მოსახლეობის ნახევარს უფლებები „წაართვა“. 

აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი მიზნების მიღწევას არაძალადობრივი გზებით შეეცდებიან. 

ამ განცხადების ერთ-ერთი ხელისმომწერი, კინორეჟისორი მოჰამად ნურიზადი გაურკვეველი მიზეზით ივლისში უკვე დააპატიმრეს. სხვა ხელისმომწერებმა მუქარის  წერილები მიიღეს. 

ცნობისთვის: კრიტიკა ხამენეის მიმართ, რომელსაც საბოლოო სიტყვა ეკუთვნის ირანის ყველა სახელმწიფოებრივ საკითხში, ისლამურ რესპუბლიკაში წითელ ზოლად მიიჩნევა.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp