ბოლტონი რუსეთს აფრთხილებს: „კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ წახვიდეთ გაუმართლებელ რისკზე“

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში  ჯონ ბოლტონი რუსეთს ვენესუელასთან დაკავშირებით აფრთხილებს. 

„აშშ–მა ყოვლისმომცველი სანქციები დაუწესა ვენესუელას, რათა მადუროს რეჟიმს ფინანსური ბერკეტები გამოაცალოს და დააჩქაროს ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით გადაბარება. კიდევ ერთხელ ვეუბნებით რუსეთს და განსაკუთრებით მათ, ვისაც ფინანსურ რესურსებზე აქვს წვდომა: „არ წახვიდეთ გაუმართლებელ რისკზე“, – განაცხადა ბოლტონმა პერუში გამართულ პრეს–კონფერენციაზე. 

შეგახსენებთ, რომ აშშ–მა ვენესუელას მკაცრი სანქციები დაუწესა.

ცნობისთვის: ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით 21 იანვრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო.  23 იანვარს ვენესუელელმა ოპოზიციონერმა  ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუაიდო ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარა. აშშ-ს აღაირების შემდეგ გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის  საქართველომ, საფრანგეთმა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად სცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp