ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩო მისამართს იცვლის, რის გამოც, 7-დან 12 აგვისტომდე მოქალაქეთა მიღებას ვერ განახორციელებს.

„გაცნობებთ, რომ ქ. ლონდონში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური მისამართის შეცვლის გამო 7 აგვისტოდან 12 აგვისტომდე მოქალაქეთა მიღებას ვერ განახორციელებს.

გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, როგორიცაა საქართველოში გასამგზავრებლად დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა, დაგვიკავშირდით საკონსულოს ცხელ ხაზზე: 07872064830.

გთხოვთ, პასპორტის, პირადობის მოწმობის, სანოტარო აქტების, თარგმნის დამოწმებისა და სხვა საკონსულო მომსახურების თაობაზე შეკითხვები მოგვწერეთ საკონსულოს ელ-ფოსტაზე: london.con@mfa.gov.ge.

საკონსულო მომსახურება განახლდება 12 აგვისტოდან საელჩოს ახალ მისამართზე.

საქართველოს საელჩოს ახალი მისამართი:

Embassy of Georgia

20 Saint George’s Square

Pimlico

London

SW1V 2HP“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp