გვარამია – ტელეკომპანია „პირველის" მფლობელის პროკურატურაში დაბარებაზე: „უნდა ვიმოქმედოთ“

ტელეკომპანია  „რუსთავი 2“–ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „პირველის" მფლობელის ვახტანგ წერეთლის პროკურატურაში დაბარების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეხლა „მოქმედების დროა, თორემ ერთ დღესაც ჩვენი შვილები კრასნოდარის მხარის გარე პროვინციის მოქალაქეებად გაიღვიძებენ“.

„მეგობრებო, ეს ქვეყანა იხურება და მისგან რუსული ტიპის ოლიგარქიული დიქტატურის მოდელი შენდება, რომლის ადგილი დასავლურ სამყაროში არც არის და ვერც იქნება. ამის დაშვება არ შეიძლება! ეს ყველა ქართველი პატრიოტის ვალია! ამ ისტორიულ გზაგასაყარზე, საით წავიდეთ, ჩრდილოეთით თუ დასავლეთით, ჩვენს ნაცვლად ვერავინ გადაწყვეტს, ვერც ჩვენი მთავარი მოკავშირე დასავლეთი. უნდა გვწამდეს დასავლეთის მხარდაჭერის და გვეიმედებოდეს ჩვენი მეგობრები, მაგრამ ეს საკითხი სრულად და საბოლოოდ მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია. უნდა ვიმოქმედოთ, თორემ ერთ დღესაც ჩვენი შვილები კრასნოდარის მხარის გარე პროვინციის მოქალაქეებად გაიღვიძებენ. ჩვენი გზა დასავლეთია! უზურპატორი უნდა წავიდეს!“, – წერს გვარამია.

ცნობისთვის: ტელეკომპნია „პირველის" მფლობელი გამოკითხვაზე დაიბარეს.  ვახტანგ წერეთლის თქმით, კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. იგი აცხადებს, რომ „ტელეარხს არავის მოაგუდინებს“.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს