"იმედი მაქვს, "რუსთავი 2"-ის შემდეგ ტელეკომპანია "პირველის" ჯერი არ დადგება"

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი იმედს გამოთქვამს, "რუსთავი 2"-ის შემდეგ ტელეკომპანია "პირველი" არ იქნება შემდეგი და ის დამოუკიდებელ მაუწყებლობას გააგრძელებს. 

„იმედი მაქვს, რომ ტელეკომპანია "პირველის" მფლობელის გამოკითხვაზე დაბარება არ უკავშირდება რაიმე თვალსაზრისით მაინც ტელეარხს და გავლენას არ იქონიებს ტელეკომპანიის მუშაობაზე ნებისმიერი ფორმით. არ აქვს მნიშვნელობა, მეტად თუ ნაკლებად. ვიმედოვნებ, "რუსთავი 2"-ის შემდეგ არ იქნება ტელეკომპანია "პირველის" ჯერი და ეს მაუწყებელი მაინც გააგრძელებს დამოუკიდებლად მუშაობას. "რუსთავი 2"-ის საქმემ პრაქტიკულად  გვაჩვენა, რომ როდესაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი, ყველანაირი ხერხი შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ეს ინტერესი იყოს მიღწეული. ამიტომაც ტელეკომპანია "პირველის" შემთხვევაშიც დამოუკიდებული იქნება ყველაფერი იმაზე, რა გათვლა და მიზანი აქვს ხელისუფლებას" - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

ცნობისთვის: ტელეკომპნია „პირველის" მფლობელი გამოკითხვაზე დაიბარეს.  ვახტანგ წერეთლის თქმით, კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. იგი აცხადებს, რომ „ტელეარხს არავის მოაგუდინებს“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp