რუსეთის მმართველ პარტიაში რღვევა დაიწყო

რუსეთის მმართველ პარტია „ერთიან რუსეთში“ რღვევა დაიწყო. ტელეკამერების წინ, დემონსტრაციულად დატოვა პარტია მისმა წევრმა, ქალაქ კურგანის მკვიდრმა ნატალია ტელმინოვამ, რომლის მეუღლე ძალოვანებმა ყოველგვარი მიზეზს გარეშე 3 აგვისტოს მოსკოვის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.   

დაკავების პროცესი ტელეფირზეა ასახული. მამაკაცი, რომელსაც აქციაში მონაწილეობა არ მიუღია და მეტროს შესასვლელთან მოსახვედრად აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის გადაკვეთა სურდა, რის შესაძლებლობასაც სამართალდამცველები არ აძლევდნენ, უბრალოდ ამის მიზეზის დადგენას ცდილობდა.

„მრცხვენია, ამ ყველაფრის შემდეგ ხალხს თვალებში შევხედო! თავისიანებსაც კი აღარ ინდობენ – ეს რა პარტიაა ასეთი?!“, – განუცხადა ჟურნალისტებს დაკავებულის მეუღლემ ნატალია ტელმინოვამ და მმართველი პარტიის წევრობაზე უარი საჯაროდ განაცხადა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)