ოსური უშიშროება რუსული ФСБ–ს კადრმა ჩაიბარა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას უშიშროების დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელად ოლეგ შირანის დანიშნვის შესახებ.  

„ესოდენ სერიოზული უწყება დიდი ხნის განმავლობაში ვერ დარჩებოდა მუდმივი ხელმძღვანელის გარეშე. მადლობას ვუხდი ოფიცერთა შემადგენლობას მაღალი პასუხისმგებლობით მუშაობის გამო და გამოვთქვამ რწმენას, რომ შირანის ხელმძღვანელობით სახელმწიფო კომიტეტი ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების ეფექტურად უზრუნველყოფას გააგრძელებს“, – განაცხადა ბიბილოვმა შირანის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე.

ცნობისთვის: ოლეგ შირანს რიაზანის საჰაერო–სადესანტო სამეთაურო სასწავლებელი აქვს დამთავრებული, ხოლო შემდეგ – რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აკადემია. იგი წლების განმავლობაში მსახურობდა ФСБ–ში სხვადასხვა ოპერატიულ და ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)