პუტინმა ხაჯიმბა მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს სოჭში, რეზიდენცია “ბოჩაროვ რუშეიში” ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა მიიღო. 

ოფიციალური ინფორმაციით, მთავარ განსახილველ საკითხს თვის ბოლოსთვის აფხაზეთში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენდა.

«ჩვენი შეხვედრა აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში იმართება. დიდი იმედი მაქვს, ეს არჩევნები დემოკრატიულ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში ჩატარდება და ხელს შეუწყობს რესპუბლიკაში შემდგომ სტაბილილზაციას – როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით”  - განაცხადა, რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"