თურქეთში ინფლაციის დონე გაიზარდა

თურქეთის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, საქართველოს მეზობელ სახელმწიფოში ივლისში ინფლაცია შედარებით გაიზარდა. ინფლაციის მაჩვენებელი ამჟამად 16,65%-მდეა, გასულ თვეში კი ის 15,72%-ს შეადგენდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თურქეთში აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში ინფლაციის დონე ისევ მერყეობას განიცდის. ამ უკანასკნელის ცვლილება კი, ქვეყანაში ფასების მატებას იწვევს. 

ჩიხიდან გამოსავლის გზად თურქეთის პრეზიდენტს მონეტარული პოლიტიკის შერბილება მიაჩნია. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გუშინ, ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო შემცირებისკენ მოუწოდება.

ივნისში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ახალი ხელმძღვანელის პირობებში, საპროცენტო განაკვეთები 24.0-დან 19,75 პროცენტამდე შეამცირა. მურატ უისალისის წინამორბედი მურატ ჩეტინკაია ერდოღანმა პოსტიდან ივლისის დასაწყისში, სწორედ იმ მიზეზით გადააყენა, რომ მას საპროცენტო განაკვეთების შემცირება კრიტიკულად მიაჩნდა და ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეროპელი და ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებით,  ძალიან დაბალ საპროცენტო განაკვეთებს ინფლაციის გამოწვევა შეუძლია.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp