ბიბილოვმა ამერიკელების გაკრიტიკება ანეკდოტით სცადა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა აშშ  ნიკარაგუაში, ვენესუელაში, ირანსა და ჰონ კონგში რევოლუციების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და საქართველოს აშშ-ის მიერ მართული ქვეყანა უწოდა.  

ამასთან, მან ამერიკელების გაკრიტიკება ანეკდოტით სცადა და ჟურნალისტებს უამბო ანეკდოტი, რომელიც, მისივე თქმით, ასახავს აშშ-ის ჩვევას, ჩაერიოს სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში:

„ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი პრეზიდენტთან მიდის და ეუბნება,  ამერიკული ნავთობი ვიპოვეთო. პრეზიდენტმა უთხრა: „ძალიან კარგი, უნდა მოვიპოვოთ“. მრჩეველმა მიუგო: „დიახ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ ამერიკული ნავთობის თავზე სახელმწიფოა, მაგალითად, ირანი, ან ვენესუელა“. 

ბიბილოვმა ჟურნალისტებს ანეკდოტის შინაარსიც განუმარტა და თქვა, რომ ამერიკელებს მთელი დედამიწის სიმდიდრე თავისი ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ ეს სიმდიდრე მათ უნდა გაანაწილონ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp