"არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს"

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ 2020 წელს ყველა ამომრჩეველი მოქალაქისთვის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს.

„ეხლა რასაც ვუყურებთ და ვისმენთ საარჩევნო კანონმდებლობის სამუშაო შეხვედრებზე არ ხდება ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხის დასმა და წამოწევა! შესაბამისად უნებლიედ და ზოგიერთის მხრიდან ნებით ხდება შეყოლა ხელისუფლებისათვის და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური "ტანდემისათვის" სასურველ ორპოლუსიანი პოლიტიკის თამაშში, რაც დამაზიანებელია ქვეყნისათვის! ყველაზე მთავარი საკითხი ( პროპორციულთან ერთად) არის 2020 წელს არჩევნებში, თუნდაც ერთჯერადად, ყველა ამომრჩეველი მოქალაქისათვის სავალდებულო გახდეს მონაწილეობა არჩევნებში, რომ მოვიდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ უნდა არც „ქართული ოცნება“ არც ნაციონალური მოძრაობა - მხოლოდ ასე იქნება ახალი ჯანსაღი ძალების შემოსვლა რეალურ პოლიტიკაში შესაძლებელი!!! შავი ფულის ტრიალი პოლიტიკაში უნდა იყოს უმკაცრესად დასჯადი. ამაზე არავინ საუბრობს ამ შეხვედრებზე, რომლებზეც ხელისუფლება ჩვენ, დამოუკიდებელ დეპუტატებს რატომღაც არ გვიწვევს, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად.

პს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების შემოთავაზებულ დაფინანსების ამ ფორმას კი ბიუჯეტის ხარჯზე პატარა პარტიების "მოსყიდვის" ნიშნები შეიმჩნევა“, - წერს სოციალურ ქსელში ლევან კობერიძე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp