“რუსთავი 2“: „ჭიათურ-მანგანეზის“ გაფიცულ მუშებთან "რემენას" ძმა მივიდა

ჭიათურაში, „ჭიათურ-მანგანეზის“ გაფიცულ მუშებთან ე.წ. კანონიერი ქურდის მეტსახელად „რემენას ძმა“ მივიდა, –იუწყება ტელეკომპანია “რუსთავი 2“.

მისივე ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდის ოჯახის წევრმა აქციის მონაწილეებიდან რამდენიმე პირი გაიყვანა და მათთან იქვე მდებარე სკვერში ისაუბრა. უცნობია რა დანაბარები გადასცა მან აქციის მონაწილებს "რემენასგან", რადგან ამ შეხვედრიდან დაბრუნებულმა პირებმა საუბარი აღარ ისურვეს.

როგორც “რუსთავი 2“ იუწყება,  ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის გაჟღერებას, რომ ადგილზე კრიმინალური ავტორიტეტის ძმა იმყოფებოდა, აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა.

„ისინი კურიერის ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ და განაცხადეს, რომ ადგილზე მათი ნაცნობი იყო მისული და საუბარი აქციას არ შეეხებოდა”, – იუწყება “რუსთავი 2“.

ცნობისთვის: "ჭიათურ- მანგანეზის" თანამშრომლებმა დღეს აქცია გამართეს. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp