ესტონეთი უკრაინელებისთვის პუტინის მიერ შეთავაზებულ რუსულ პასპორტებს არ სცნობს

ესტონეთის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ შეთავაზებულ რუსულ პასპორტებს არ სცნობს. 

„აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობისთვის რუსული მოქალაქეობის დაჩქარებული წესით მინიჭება უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრის კიდევ ერთი მცდელობაა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ არასტაბილურ უსაფრთხოების სიტუაციის შენარჩუნებას ემსახურება,“ - ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსადუს განცხადებაში.

მინისტრი რეინსადუ მიიჩნევს, რომ მალე ესტონეთს ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებიც მიბაძავენ.

პუტინმა მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება რუსეთის მოქალაქეობა დაჩქარებული წესით მიიღოს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp