მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა სახელმწიფო ზარაფხანიდან ორი მლნ დოლარის ღირებულების ოქროს მონეტები გაიტაცეს

მექსიკაში შეიარაღებული პირები სახელმწიფო ზარაფხანაში შეიჭრნენ და ორი მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს მონეტები გაიტაცეს. ძარცვა დღის საათებში მოხდა. შენობაში ორი მძარცველი შეიჭრა. მათ იარაღის მუქარით დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს იარაღი წაართვეს, რის შემდეგაც უკვე სეიფის ოთახში შევიდნენ. სამართალდამცველების განცხადებით, სეიფი მძარცველებს ღია დახვდათ, რაც გამოძიებას ეჭვებს უჩენს, რომ მათ თანამზრახველი ზარაფხანაშიც ჰყავდათ.

გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 1567 ოქროს მონეტა ზურგჩანთით გაიტანეს და ადგილიდან მიიმალნენ. გატაცებულ მონეტებს შორის 1921 წელს მოჭრილი ოქროს ფულიცაა, რომელიც მექსიკაში ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოიცა. მძარცველებს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp