ოსურმა უზენაესმა სასამართლომ თამარ მეარაყიშვილის საქმე ხელახალ განხილვაში დააბრუნა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ახალგორის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო პროკურატურის სარჩელი რაიონის მკვიდრი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ და მისი საქმე განმეორებითი განხილვისთვის დე ფაქტო რაიონულ სასამართლოს დაუბრუნა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ მეარაყიშვილი სამივე ეპიზოდში უდანაშაულოდ სცნო.

ცნობისთვის: სამოქალაქო აქტივისტს ოკუპირებული რეგიონის მმართველი პარტია „ ერთიანი ოსეთის“ მიმართ ცილისწამებაში, საბუთების გაყალბებაში და „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონო გზით შეძენაში ედებოდა ბრალი.  


მოგვიანებით რაიონის დე ფაქტო პროკურატურამ გამამართლებელი განაჩენი დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)