სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ: "სამი თვეა, ხელფასი არ აგვიღია"

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. მათ საპროტესტო აქცია სამტრედიაში გამართეს და ხელფასების ანაზღაურება მოითხოვეს. როგორც მუშები აცხადებენ, მათ სამი თვეა, კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ. 

გაფიცულები აცხადებენ, რომ სამუშაოს არ დაუბრუნდებიან, ვიდრე ხელფასები არ დაერიცხებათ.

„ხელფასები არ აგვიღია, უკვე მესამე თვე სრულდება, თითქმის, და ეს არის მთავარი მიზეზი. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვქონდა და შევწყვიტეთ მუშაობა და არ განვაახლებთ, სანამ არ იქნება ხელფასები ანაზღაურებული,“ - აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული ირაკლი ოდიშარია.

კომპანია ”გრინ ვაის” წარმომადგენელი ამბობს, რომ პრობლემები აქვთ, თუმცა გარანტიას იძლევა, რომ 15 დღეში ხელფასი დაირიცხება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)