საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოტანილ ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნიდერლანდების სამეფოდან შემოტანილი 28000 კგ. ქათმის გაყინული ხორცის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად სალმონელა გამოვლინდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს