ქართულ-ინდური სამეცნიერო განვითარების პერსპექტივები

7 აგვისტოს,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და  მოადგილემ ჯაბა სამუშიამ  გამართეს ოფიციალური შეხვედრა ინდოეთის ისტორიული კვლევების საბჭოს დელეგაციასთან, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: საბჭოს თავმჯდომარე - პროფესორი არვინ ჯამკედარი, საბჭოს კვლევებისა და ადმინისტრირების დირექტორი ომ ჯე უპადჰაი, საგამომცემლო და საბიბლიოთეკო მიმართულების დირექტორი - დოქტორი რაჯეშ კუმარი და გენერალური სამდივნოს წევრი - პროფესორი კუმარ რატნამი.

ფონდის გენერალურმა დირექტორმა  სტუმრებს გააცნო რუსთაველის  ფონდის საქმიანობა,   მიზნები, პრიორიტეტები და რეფორმის ძირითადი პრონციპები. თავის მხრივ, სტუმრებმა ისაუბრეს ინდურ-ქართული სამეცნიერო განვითარების პერსპექტივებზე და ქართულ-ინდური ხელნაწერების კვლევების განვითარებაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაიწყოს ჰუმანიტარული მეცნიერების მიმართულებით ფონდსა და საბჭოს შორის თანამშრომლობა. კერძოდ , მხარეები შეთანხმდნენ, რომ წელს ნოემბრის თვეში, ინდოეთში ხელი მოეწერება ორმხრივი თანამშრომლობის ბილატერალურ შეთანხმებას და მხარეები 2020 წლისთვის დაიწყებენ ჰუმანიტარული მეცნიერების მიმართულებით პროექტების ერთობლივ თანადაფინანსებას.

ასევე, მხარეები შეთანხმდენენ, რომ მომავალ წელს ერთობლივი ორგანიზებითა და თანადაფინანსებით ჩატარდება ინდურ-ქართული საერთაშორისო კონფერენცია „ საქართველო - ინდოეთის მრავალსაუკუნოვანი კულტურულ - სამეცნიერო ურთიერთობის შესახებ“.







ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოკუპანტების მიერ დაკავებული ოთხი მოქალაქიდან სამს ჯარიმა შეუფარდეს, ერთის მიმართ კი სს საქმე აღძრეს