სალომე ზურაბიშვილი: „რუსეთმა საქართველოს განვითარება ვერ შეაფერხა“

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,  რუსეთმა ქვეყნის განვითარება ვერ შეაფერხა. 

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდისტან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და დემოკრატია კვლავ ვითარდება. თუ რუსეთის მიზანი იყო ბლოკირება მოეხდინა ამ გზის, ეს მიზანი არ არის მიღწეული. ეს ჩვენი გამარჯვება და მათი დამარცხებაა. ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა, ყველა იმ ქვეყანასთან ერთად, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს და დღესაც გვიჭერენ. მადლობელი ვართ თქვენი, რომ არ ივიწყებთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ახსენებთ რუსეთს მათ მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არ შეესაბამება“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგას. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მიისწრაფვის NATO–სა და ევროკავშირისკენ.

„აღნიშნულ ორგანიზაციებში ღია კარის პოლიტიკა გრძელდება, რაც დაადასტურა თბილისში, NATO–ს გენერალურმა მდივანმა და ახლახან, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან კლოდ იუნკერმა. ჩვენ ვხედავთ პერსპექტივას და ვისწრაფვით ამ პერსპექტივისკენ. ჩვენ ვიცით, რა შეგვიძლია და ვაღებთ ყველა შესაძლო კარს. ჩვენ ამ გზაზე მხარს გვიჭერენ ევროპელი მეგობრები და თქვენი ქვეყნა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეგობარია. ეს მეგობრობა გულისხმობს ყოველდღიურ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით.უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა ეკონომიკის, განვითარების, ასევე განათლების, ელექტრონული მმართველობისა და ტურიზმის მიმართულებით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ვიტ ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს: "არ გავტყდებით!"