გრიგოლ ვაშაძე რუსეთთან ურთიერთობაში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მთავარ შეცდომებს ასახელებს

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ერთ–ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მთავარ შეცდომად რუსეთთან მოლაპარაკებბის ილუზიას ასახელებს და პარალელს უკრაინის მოვლენებთან ავლებს. 

"ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ 2003 წლიდან, ზუსტად ისევე როგორც დღეს უკრაინას, გვქონდა ილუზია, რომ რუსეთთან შეიძლება მოლაპარაკება. მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკება მარტივი მიზეზის გამო არ შეიძლება: საქართველოს დამოუკიდებლობამ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გეოსტრატეგიული როლი წაართვა, რომელიც მისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ევროპისთვის ბალკანები. რატომ ვერ მოილაპარაკეს ზელენსკიმ და პუტინმა? ურეკავს ზწლენსკი პუტინს, მუდმივი მოლაპარაკებებია ცეცხლის შეწყვეტაზე, 6 აგვისტოს არის უკრაინული შეიარაღებული ძალების პოზიციების საშინელი დაბომბვა და ყველაზე დიდი მსხვერპლი ამ ვითომდა მოლაპარაკებების შემდეგ...ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ ჩვენ თავის დროზე არ შევქმნეით სამხედრო წარმოება და არ გვყავდა გაცილებით მძლავრო არმია. ბიუჯეტი არ იყო საკმარისი. ჯარი შესანიშნავად გვყავდა მომზადებული, უბრალოდ, ძალიან მცირერიცხოვანი ვიყავით",– განცხადა "პირველის" ეთერში ვაშაძემ. 

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. 

2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp