ყირგიზეთის ექს–პრეზიდენტის დაკავების მცდელობისას სპეცრაზმელი დაიღუპა, 52 ადამიანი კი დაშავდა

ყირგიზეთში ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის დაკავების მცდელობისას სპეცრაზმელი დაიღუპა,  52 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებუთა შორის სპეცრაზმის 15 წარმომადგენელი და ერთი ჟურნალისტია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ატამბაევის დაცვის წევრებმა 6 სპეცრაზმელი ტყვედ აიყვანეს, რომლებიც მოგვიანებით მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს. თავად ექს–პრეზიდენტი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. 

ყირგიზეთის სოფელ კოი-ტაშში ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ოპერაცია გუშინ საღამოს საათებში დაიწყო. სპეცრაზმელებს ექს–პრეზიდენტის 200-მდე მხარდამჭერმა წინააღმდეგობა გაუწია.

თავად დაკავების მიზეზი სასამართლოში მოწმის სტატუსით არგამოცხადებაა. ის სასამართლოში კრიმინალური ავტორიტეტის აზიზ ბატუკაევის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამჯერ დაიბარეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp