პალამენტთან ომში დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად დროშის ფერების 412 ბუშტი გაუშვეს

პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე, რომელიც დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს ეძღვნება, ომში დაღუპული 412 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად ჰაერში საქართველოს დროშის ფერების 412 ბუშტი გაუშვეს.

​თეთრი და წითელი ბუშტების გაშვებამდე აქციის ორგანიზატორებმა წაიკითხეს მანიფესტი:

"მათთვის

ვინც ჩვენი სიცოცხლისა და მომავლის გადასარჩენად

საკუთარი გასწირა

მათთვის

ვისი სიცოცხლეცა და მომავალიც 

მუდმივი საფრთხის ქვეშაა

მათთვის

ვინც არასოდეს შეეგუა მონობას

მათთვის

ვინც ყველაზე მეტჯერ გაანადგურეს

და მაინც არასოდეს გაჩერდა!

ჩვენი ცხოვრების ბოლო წუთამდე

დავიცავთ საქართველოს სიმართლესა და ღირსებას 

 

ხოლო მათთვის

ვინც სულ ჩვენს სისხლს ღვრის

მათთვის

ვისაც ტრაგედია და მსხვერპლი აბედნიერებს

მათთვის

ვისთვისაც ძალადობა დღის წესრიგია

მათთვის

ვინც არ გვაძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას

ჩვენი ცხოვრების ბოლო წუთამდე

ვიქნებით დაუძინებელი მტრები!

რადგან!

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს!

თავისუფლების ძებნაში მკვდარი!

ეს არის

იყო

და იქნება საქართველო

რუსეთი მტერია! ოკუპანტია!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ

თავისუფალ

მშვიდობიან

აყვავებულ

გაღიმებულ

დაწყნარებულ

სამართლიან

საქართველოს".

აქციის მონაწილეებმა აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილითაცმიაგეს, შემდეგ კი მათი სახელები და გვარები წაიკითხეს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დააკავეს