ბელგიის ყოფილ მეფეს მამობის ტესტის გავლა მოუწევს

ბელგიის სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილ მეფეს ალბერტ მეორეს მამობის ტესტის სავალდებულო გავლა, მანამდე კი ყოველდღიურად 5000 ევროს ოდენობის ჯარიმის ხდა დააკისრა. 

ტესტი გამოავლენს, არის თუ არა ალბერტ მეორე 51 წლის მხატვრის დელფინ ბოელის ბიოლოგიური მამა. 

ქალბატონი ბოელი სამეფო ოჯახთან ნათესავური კავშირის დამტკიცებას 2005 წლიდან ცდილობს. დელფინი მარტოხელა დედამ – ბარონესა დე სელი–ლონშანმა აღზარდა. იმის შესახებ, რომ იმხანად პრინცი ალბერტი, რომელიც ოჯახის მეგობრის სტატუსით დედას ხშირად სტუმრობდა, შესაძლოა, მისი ბიოლოგიური მამა ყოფილიყო, დელფინმა18 წლის ასაკში შეიტყო. თუმცა თავად ალბერტი მამობას უარყოფს.  

2018 წელს სასამართლომ ალბერტს ტესტის გავლა ერთხელ უკვე დააკისრა – მას ეს სამი თვის ვადაში უნდა გაეკეთებინა. თუმცა ალბერტმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 

85 წლის მონარქი წელს მეუღლესთან ქორწინების მე–60 წლისთავის აღნიშნვას გეგმავს. ერთადერთ ქორწინებაში მას სამი შვილი ჰყავს, მათ შორის მოქმედი მეფე ფილიპე, რომლის სასარგებლოდაც ალბერტმა 2013 წელს ტახტი დათმო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ვიტ ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს: "არ გავტყდებით!"