ახალი რეგულაციები რომში – კიბეებიდან ტურისტები გააძევეს

რომის ცნობილ ესპანურ კიბეზე ტურისტებს დაჯდომის უფლება აღარ აქვთ. როგორც მედია წერს, დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, მარმარილოს საფეხურებიანი კიბე უცხოელ ვიზიტორებს დღეს პოლიციამ დაატოვებინა. 

რომის მერიის გადაყვეტილებით, ივნისიდან ახალი რეგულაციები დაწესდა, რომელიც ბევრ სხვა შეზღუდვასთან ერთად, მონუმენტებზე დაჯდომას კრძალავს. წესების დამრღვევებს 400 ევროთი დააჯარიმებენ. 

მე-18 საუკუნეში აშენებული ცნობილი ესპანური კიბე, რომელიც Trinita de Monti-ის ტაძართან ადის, რომის ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ტურისტული ატრაქციონია. 2016 წელს კიბის რესტავრაციისთვის იტალიის მთავრობამ 1,5 მილიონი ევრო გამოჰყო.  

ახალი შეზღუდვებით რომში მასობრივი ტურიზმის გაკონტროლება სურთ. იტალიის დედაქალაქში აიკრძალა ფანტანებში ჩასვლა, ქუჩებში მაისურის გარეშე სიარული და ა.შ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp