პრეზიდენტი – ომზე: "სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი, ჩემი აზრი ვთქვი, პრეზიდენტის საქმე არაა, რომ პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო"

მე ჩემი აზრი ამ საკითხზე ვთქვი, სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი. დღეს, ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმე არაა, რომ პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო, თუნდაც წინა ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ახლა საჭიროა გაერთიანება და არა ერთმანეთთან დაპირისპირება.

„მე ჩემი აზრი ამ საკითხზე ვთქვი, სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი. დღეს, ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმე არაა, რომ პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო, თუნდაც წინა ხელისუფლებაზე. მე შემიძლია იმაზე ვილაპარაკო, რაც მე არ უნდა გავაკეთო, მაგრამ თუ ძალიან დაგვაინტერესა ჩვენ, არც ჰააგაში და არც არსად ეს საკითხი არის ჩვენი შიდა საკითხი, რომელზედაც ალბათ მოვა დრო და შეიქმნება შიდა კომისია. ისტორიკოსები დასხდებიან და საზოგადოება იმსჯელებს, მაგრამ ის რაც გუშინ ვთქვი ამ საკითხზე, არის ყველზე მნიშვნელოვანი, რომ ომი თუ გახდა ჩვენი კიდევ ერთხელ დაყოფის, გახლეჩის საკითხი, მაშინ ამით ჩვენ საქართველოს ყველა მტერს, ვინც დღეს პროვოკაციაზე მიდის, პროვოკაციულ კითხვებზე, პროვოკაციულ ქმედებებზე, გარე მტრებთან ერთად ის ქმნის ხვალიდნელ საფრთხეს ამ ქვეყნისთვის. ჩვენ გვჭირდება გაერთიანება და არა ერთმანეთთან დაპირისპირება“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp