თავდაცვის მინისტრი: "ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს იმის პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს პროვოკაციების თავიდან აცილებისთვის"

რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს იმის პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს პროვოკაციების თავიდან აცილებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა რუსული ნარატივი, რომ უმრავლესობის წევრები ოკუპაციას წინა ხელისუფლებას აბრალებენ და არის თუ არა პუტინი ოკუპანტი, იზორია აცხადებს, რომ არავის უჭირს იმისი აღიარება, რომ რუსეთი ოკუპანტია.

„მემგონი, ბავშვმაც იცის ამ კითხვაზე პასუხი. როდესაც ვსაუბრობთ, რომ რუსული პოლიტიკაა ამ ყველაფრის მიზეზი, ბუნებრივია იგულისხმება ხელმძღვანელი პირები და შესაბამისად ამ აგრესიული პოლიტიკის წარმმართველი პირები. ასე რომ, ეს ალბათ, უფრო რიტორიკული კითხვაა. არავის უჭირს ამის აღიარება.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, რა თქმა უნდა პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს იმის პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს პროვოკაციების თავიდან აცილებისთვის. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა სწორედ მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფაზე, მიმართულია საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენი მყარი, დეოკუპაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის გაგრძელებაზე და შესაბამისად ამ პოლიტიკის ფარგლებში ვხედავთ იმ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ, მშვიდობიანი გზით სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის”, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]