"თურქეთი არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას"

თურქეთი არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ოფიციალური ანკარა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ერთ-ერთ პრიორიტეტად ყირიმელი თათრების უფლებების დაცვას მიიჩნევს.

მისი თქმით, დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვით უნდა მოხდეს.

ვლადიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)