მედია: თურქეთი და აშშ სირიის საკითხზე შეთანხმდნენ

თურქეთი და აშშ ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ სააგენტო AzVision.az თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, თურქეთში მალე ერთობლივი ოპერაციების ცენტრი შეიქმნება, რომელიც უსაფრთხოების ზონის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ე.წ. მშვიდობის დერეფანი სირიელი დევნილებისთვის სამშობლოში დაბრუნების საშუალება იქნება.

უსაფრთხოების ზონა მოიცავს სირია-თურქეთის საზღვრის გასწვრივ 460 კილომეტრი სიგრძის ტერიტორიას. ამ ზონის შექმნის შემთხვევაში ის ორ ნაწილად გაიყოფა. პირველი ნაწილი ერაყ-სირიის საზღვართან დაიწყება და სირიის ქალაქ ქამიშლამდე გაგრძელდება, ვინაიდან ამ ქალაქს სირიის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. მეორე ნაწილი კი ქალაქ ქამიშლიდან დაიწყება და ქალაქ ჯარაბულუსამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი მანბიჯი, სადაც თურქეთი ანტი ტერორისტული ოპერაციების ჩატარებას გეგმავდა, უსაფრთხოების ზონაში არ შედის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp