კახათში ავარიის შედეგად შვიდი მოზარდი დაშავდა

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვილი მოზარდი დაშავდა. მოზარდები კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ჟურნალისტებს ჰოსპიტალის დირექტორმა განუცხადა, ერთ–ერთი მოზარდი პირდაპირ საოპერაციოში შეიყვანეს, კიდევ ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – მას  ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება და ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მესამე პაციენტს საშუალო სიმძიმის დაჟეჟილობები და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აქვს. 

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ მოზარდს, მათ კვლევები ჩაუტარდათ და სერიოზული დაზიანებები არ აღმოაჩნდათ. 

ცნობისთვის: ავარია სოფელ პირველ კახათში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp