ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულმა კონფლიქტმა შეასუსტა რეგიონული სტაბილურობა და უსაფრთხოება"

რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულმა კონფლიქტმა შეასუსტა რეგიონული სტაბილურობა და უსაფრთხოება, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის წლისთავს, რომელმაც შეასუსტა რეგიონული სტაბილურობა და უსაფრთხოება. ასევე გახდა დიდი ტანჯვის და უსამართლობის მიზეზი. ერთი თვის წინ, მე ეს ჩემი საკუთარი თვალით ვიხილე საქართველოში ვიზიტის დროს, როდესაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ვიმყოფებოდი“, – განაცხადა ტომაშ პეტრიჩეკმა.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. 

2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)