რუსეთში, ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელი პოლიგონის სიახლოვეს ხანძარია, არიან დაღუპულები

რუსეთში, არხანგელსკის მხარეში მდებარე სამხედრო ნაწილში ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით,  დაღუპულია ორი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება, თუმცა სამხედრო ნაწილს არ აკონკრეტებს. 

ცნობილია მხოლოდ, რომ ეს სამხედრო ობიექტი დასახლებულ პუნქტ ნიონოკსის სიახლოვეს მდებარეობს, იქ კი რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ცენტრალური სახელმწიფო საზღვაო გამოსაცდელი პოლიგონია განთავსებული, რომელზეც ატომური წყალქვეშა ნავებისთვის ბალისტიკური რაკეტების გამოცდები ტარდება.

მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ „რეაქტიული დანადგარის გამოცდისას პოლიგონზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა“.  

ამასთან, როგორც უწყება ირწმუნება, ინციდენტის რაიონში რადიაციული ვითარება „ნორმალურად ფასდება“. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp