საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სახელმწიფო დროშები 7-8 აგვისტოს განმავლობაში დაეშვა.

ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილია ცალკეული ღონისძიებები, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ეხება.

ასევე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო დროშა 7-8 აგვისტოს ყველა სახელმწიფო უწყებაზე დაეშვა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp