თვითმფრინავმა დუბაის აეროპორტთან კატასტროფა განიცადა, არის მსხვერპლი

დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა და ოთხივე მათგანი დაიღუპა.

„ევრონიუსის“ ცნობით, გარდაცვლილთაგან სამი ბრიტანელი, ერთი კი სამხრეთ აფრიკელია.

მომხდარის გამო დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაფერხა. კატასტროფის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp