"ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და შემდეგ დამიბარეს, ეს სრული იდიოტიზმია"

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი TBC–ს დამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ მის გამოკითხვაზე დაბარებას "იდიოტიზმს" უწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. 

როგორც წერეთელმა აღნიშნა, ის გამოძიების დაწყების პირველივე დღიდან ითხოვდა მის გამოკითხვას.

„პირველი დღიდან ვითხოვდი ჩემს გამოკითხვას, როგორც კომპანიის დამფუძნებელი. სამწუხაროდ, ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და შემდგომ დამიბარეს მე გამოკითხვაზე. ჩემი აზრით, ეს არის სრული იდიოტიზმი და ამიტომ ახლა შევალ, ვეცდები ყველა კითხვას გავცე პასუხი. ჩემი აზრით, წარმოუდგენელია ის, რაც ხდება ამ საქმესთან მიმართებაში“, - განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp