"ვვარაუდობ, რომ ჩემი ოჯახის წევრზე უნდათ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა"

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი ვარაუდობს, რომ პროკურატურას მამამისის – ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სურს.

როგორც ვახტანგ წერეთელმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, მამის წინააღმდეგ დევნის დაწყებით, სამართალდამცველები მის მანიპულირებას შეეცდებიან.

„ჩემი აზრით, უნდათ, ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას“, -განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

ვახტანგ წერეთელი სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დაიკითხა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp