ორდღიანი სპეცოპერაციის შედეგად ყირგიზეთში ექს–პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს

ყირგიზეთში ექს–პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს, – იუწყება „ინტერფაქსი“.

მისივე ცნობით, ძალოვანებმა ატამბაევი ბიშკეკის სიახლოვეს მდებარე რეზიდენციიდან აიყვანეს და იგი ხელისუფლებას ჩაბარდა. 

შეგახსენებთ, რომ ატამბაევის აყვანის სპეცოპერაცია გუშინ საღამოს დაიწყო. 

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საპარლამენტო გამოძიებაა დაწყებული. ალმაზბეკ ატამბაევს კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირს, მისი წევრებისთვის იარაღის გადაცემას, შემოსავლების დამალვასა და კორუფციულ გარიგებებს ედავებიან.

ორი თვის წინ პარლამენტმა ალმაზბეკ ატამბაევს იმუნიტეტი და ექსპრეზიდენტის სტატუსი მოუხსნა. საპარლამეტო კომისია გამოძიების შემდეგებს გენერალურ პროკურატურას გადასცემს, რის შემდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp