თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – არიან დაშავებულები

თურქეთის დასავლეთ ნაწილში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, დაშავებულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, – იუწყება The Associated Press. 

მიწისძვრა დაახლოებით 15–20 წამის განმავლობაში გრძელდებოდა. 

სტიქიის ეპიცენტრი დენიზლის პროვინციაში მდებარე ქალაქი ბოსქურთი იყო. მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნეს ანტალიის, მუგლას, ისპატასა და ბურდურში.

როგორც ქალაქ ბოსქურთის მერი აცხადებს, სხვერპლის შესახებ ცნობები ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp