„ხორბლის რადიკალურ გაძვირებას არ უნდა ველოდოთ“

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გელა ხანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტრენდი აჩვენებს, რომ ფასის კუთხით განსაკუთრებული რყევები არ არის, შესაბამისად, ფასის განსაკუთრებული ზრდაც არ შეინიშნება. 

„ჩვენ დამოკიდებული ვართ მსოფლიო ფასებზე. მსოფლიო ფასების მიხედვით მიმდინარე დინამიკაში არც თუ ისე მაღალი მოსავალია მიმდებარე რეგიონებში. საფასო პლიტიკის კუთხით განსაკუთრებული რყევები და განსაკუთღრებული ზრდა ჯერჯერობით არ შეინიშნება, შესაბამისად რადიკალურ გაძვირებას არ უნდა ველოდოთ. თუმცა რადგან იმპორტზე ვართ დამოკიდებული, რა თქმა უნდა მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები გავლენას მოახდენს ქვეყნის შიგნით საფასო პოლიტიკაზე“-აცხადებს ხანიშვილი. 

რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების ხორბალს, მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მხრივ ხორბლის დეფიციტი ნამდვილად არ არის. 

“ახლა დავამთავრეთ ადგილობრივი ხორბლის აღება. ზოგადად ვერ დავიკვეხნით ხორბლის დიდი მოცულობებით, დაახლოებით 100-120 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს ჩვენი მოსავალი. ეს აკმაყოფილებს ჩვენთვის სასურსათო ხორბალზე მოთხოვნის 10-15%-ს, დანარჩენი იმპორტზე ვართ დამოკიდებული. 

ბაზრები დივერსიფიცირებული გვაქვს, როგორც ყაზახურ, ისე რუსულ ხორბალთან დაკავშირებით, განიხილება უკაინიდან შემოტანაც“-აცხადებს გელა ხანიშვილი. 

ხორბლის იმპორტიორი კომპანია „აგრიკომის“ ინფორმაციით, ლარის გაუფასურების გავლენით, იმპორტირებულ ხორბალზე ფასი ბოლო პერიოდში იმდენივე პუნქტით გაიზარდა, რამდენადაც ლარი გაუფასურდა. 

„1 ტონა ხორბლის შესასყიდი ფასი დღესაც 210 დოლარია, მაგრამ თუ 2.75 კურსით 577 ლარს ვიხდიდით, დღეს 2.95 კურსით 620 ლარის გადახდა გვიწევს“-აცხადებს „აგრიკომის“ გენერალური დირექტორი ქეთევან კუბლაშვილი.

წყარო: bm.ge

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთის სათათბირომ წამყვანი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა